ლანჩხუთში ოთხი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს - დაშავდა ხუთი ადამიანი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანასთან ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ავარიისას ხუთი ადამიანი დაშავდა.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.