ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ განაცხადა, მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა.
მისი თქმით, მოძიებული კონტაქტები უკვე თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები.
„მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია „პისიარ“ კვლევისთვის. ეპიდკვლევა კვლავაც გრძელდება. მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.
მისივე ინფორმაციით, გურიაში კორონავირუსის სულ 17 შემთხვევაა დაფიქსირებული.