ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარზე ექიმები კომენტარს არ აკეთებენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.