სოფელ სუფსაში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა.
ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი სახლია დატბორილი.