ლანჩხუთის სოფელ ნინოშვილში მოსახლეობა მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში მოსახლეობა მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მათი თქმით, სახლებს ბზარები გაუჩნდა და მტვრის გამო, ფანჯრებს ვერ აღებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით გოგუაძე კი, ეზოში ჩამოწოლილი მეწყერისაგან ტერიტორიის გაწმენდას მოითხოვს.
ადგილზე იმყოფება ლანჩხუთის მერის მოადგილე გიორგი ფაცურია. მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მაკა სულაბერიძის თქმით, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან შექმნილ ვითარებას და აღნიშნა, რომ მათ შეძლებისდაგვარად გაეწევათ დახმარება.
მოსახლეობა მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.