ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიება ხორციელდება, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ხანდაზმულები არიან.
დღეს მუნიციპალიტეტის ასაკოვან მცხოვრებლებს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ესტუმრნენ.
„უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის“ პროგრამის ფარგლებში, მარტოხელა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობს. ყველაფერი კეთდება, რათა მოხუცებს არ მოუწიოთ გარეთ გასვლა და საკვები სახლში მივუტანოთ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხალისეთა 24 ჯგუფი არის შექმნილი, ისინი საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებთან მივლენ და მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“, – ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.