ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი ხალხმრავლობის გარეშე აღინიშნა. მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდან არის. მინდა, მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“ – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე საკრებულოს თავმჯდომარემაც მიულოცა.
„გილოცავთ დღევანდელი დღეს. 26 მაისი ისტორიული დღე გახლავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული. გამარჯვებას, წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ.