ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზები, ეზოები და ყანები დაიტბორა [ფოტო]
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში დაიტბორა შიდა გზები, ეზოები და საყანე ფართობები.
სოფლებში შექმნილ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეცნობიან.
„შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს აღწერს. ჯერჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია. თითოეული პრობლემა ინდივიდუალურად განიხილება და მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ეცდება მათ მოგვარებას,“ – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.