ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ბესიკ ტაბიძე აირჩიეს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ბესიკ ტაბიძე აირჩიეს.
სხდომას 32 დეპუტატიდან 30 ესწრებოდა, ტაბიძის კანდიდატურას 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
აღსანიშნავია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ევროპული საქართველოს“ წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მოადგილის თანამდებობაზე ვლადიმერ ნანაძის კანდიდატურა დაასახელა. საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურა ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით (26 ხმით) დაამტკიცეს.
დღესვე, ახალი საკრებულო ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეებსაც აირჩევს.