ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, მერს მომატებული ტემპერატურა და საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა, პისიარკვლევის შედეგად კი მას კორონავირუსი დაუდგინდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, ამჟამად კი მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა.
მათივე ცნობით, მერთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები უკვე თვითიზოლაციაში არიან.