ლანჩხუთის „გურიის“ ყოფილი ხელმძღვანელობა კლუბის იჯარით გადაცემას ითხოვს
საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიის” ყოფილმა ხელმძღვანელობამ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა მერიის შენობაში აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა კობა მირზაშვილი, რომელიც “გურიას” ორი წლის წინ ხელმძღვანელობდა.
მირზაშვილი კლუბის 25 წლიანი იჯარით გადაცემას ითხოვს.
კობა მირზაშვილის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბის რუსი ბიზნესმენებისთვის გადაცემა სურს და აღნიშნავს, რომ ეს მერის მოადგილის ინტერესებში შედის.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსნადრე სარიშვილის თქმით, მირზაშვილს მისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს და შესაბამისად, კლუბის იჯარით გადაცემაზე მისთვის უარიც არავის უთქვამს.
შეკრებილები მერისგან განმარტებებს და დაგროვილი პრობლემების გადაჭრას მოითხოვენ.