„ლაიპციგმა“ მანჩესტერული კლუბისგან ანხელინიო გამოისყიდა და ფეხბურთელთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2025 წლამდე იქნება ძალაში, – იუწყება Goal.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულების ღირებულებამ 18 მლიონი ევრო შეადგინა.
„ლაიპციგში“ ანხელინიო „სიტიდან“ იჯარის წესით 2019/20 წლების სეზონში გადავიდა, შემდეგ კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძილვდა, საბოლოოდ კი ესპანელი ფეხბურთელი „ლაიპციგის“ სრულფასოვანი წევრი გახდა.
მიმდინარე სეზონში ანხელინიომ 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.