გერმანიაში, ლაიფციგში ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები ქუჩაში გააპროტესტეს. დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი და სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მონაწილეობდნენ. მათ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ შემუშავებული ენერგეტიკული და სოციალური პოლიტიკა გააპროტესტეს.
აქციებში მონაწილეობდნენ მემარცხენე პარტიები, რომელთა ლოზუნგი იყო „ცხელი შემოდგომა სოციალური სიცივის წინააღმდეგ“, ასევე ულტრამემარჯვენე ჯგუფები, როგორიცაა „თავისუფალი საქსონია“, რომლის წევრებიც უკვე ორი კვირაა ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაუქმებას.
აქციის დროს ლაიფციგის მოედანზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც ორი მიტინგის მონაწილეების დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, მცირე ინციდენტები აქციაზე მაინც მოხდა.
აქციების ზოგიერთი მონაწილე მოითხოვდა დიპლომატიის გააქტიურებას, უკრაინის იარაღის მიწოდების სანაცვლოდ. იყვნენ ისეთებიც, ვინც გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვდნენ.
დემონსტრაციები ლაიფციგში მას შემდეგ გაიმართა, რაც გერმანიაში ენერგომატარებლებსა და საკვებ პროდუქციაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.