საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 21:42 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხთან იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.