ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის მეპატრონის განმარტებით, დაუდგენელმა პირებმა შენობას სახურავის ნაწილი მოხადეს და შიგნით ამ გზით შეაღწიეს. მისი ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიიდან წაღებულია პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.
მაღაზიისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.