საბაჟო გამშვებ პუნქტში „ლაგოდეხი“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ი.ფ.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 8 375.66 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (85.41 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8 375.66 ლარის ოდენობით შეეფარდა.