ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრე გარდაცვლილი იპოვეს
ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრე გარდაცვლილი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან რამდენიმე კილომეტრში, ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრე გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილი 1993 წელსაა დაბადებული. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

სავარაუდოდ, მესაზღვრემ თავი მოიკლა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.