ლადო კახაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ახალშობილებს და მათ მშობლებს მიულოცა
ლადო კახაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ახალშობილებს და მათ მშობლებს მიულოცა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე დავით გაგუას სამშობიარო სახლში იმყოფებოდა.
მმართველი გუნდის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, პირველი ივნისი ახალშობილებს და მათ მშობლებს მიულოცა.
„ორმოცი წელია პატარა ბავშვი, ახალი სიცოცხლე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ დროის განმავლობაში, ასიათასობით ჩვილის დაბადება ვახარე ბედნიერ მშობლებს. მინდა ეს დღე მივულოცო ყველა ბავშვს, ვუსურვო მათ ბედნიერება და ერთიან საქართველოში ცხოვრება”, – განაცხადა ლადო კახაძემ.