ლადო კახაძე კარდაკარის პრინციპით ოჯახებს ესტუმრა
ლადო კახაძე კარდაკარის პრინციპით ოჯახებს ესტუმრა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ვერის უბანში, კარდაკარ შემოიარა ოჯახები და მოსახლეობას საკუთარი პროგრამა დეტალურად გააცნო.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი პარტიის კანდიდატმა ამომრჩევლებისგან მოისმინა მათი საჭიროებები და გასცა პირობა, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე დაიწყებს ყოფითი პრობლემების გადაჭრას.

კარდაკარი ჩატარდა სასტუმრო „საქართველოში“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების ოჯახებში, სადაც ლადო კახაძემ უპირობო მხარდაჭერა მიიღო.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.