„ევროჯასთის" პრეზიდენტი - საქართველო მიიღებს მეტად ეფექტიან და ქმედით რეაგირებას ორგანიზებული საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში
„ევროჯასთის" პრეზიდენტი - საქართველო მიიღებს მეტად ეფექტიან და ქმედით რეაგირებას ორგანიზებული საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში

ევროჯასთთან” ერთად თქვენ მიიღებთ უფრო მეტად ეფექტიან და ქმედით რეაგირებას ორგანიზებული საერთაშორისო დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ევროჯასთის” პრეზიდენტმა ლადისლავ ჰარმანმა საქართველოსა და „ევროჯასთს” შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

როგორც „ევროჯასთის” პრეზიდენტმა საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი მიმართვისას აღნიშნა, საქართველო ყოველთვის იყო „ევროჯასთის” ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი.

„თანამშრომლობა დაახლოებით 2012 წლიდან დაიწყო. თქვენ ქალბატონო მინისტრო, იყავით ძირითადი ძალა, რომელიც მართავდა ამ მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებების დროს  დაამტკიცეთ, რომ თქვენი ქვეყანა არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენთვის. ვაფასებთ თქვენს ამ დამოკიდებულებას, ჩართულობას და მზადყოფნას თანამშრომლობაზე”, – განაცხადა ჰარმანმა.

მისი თქმით, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება „ევროჯასთსა” და საქართველოს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ ხელმოწერის შედეგად საქართველოს კიდევ უფრო დიდი კავშირი ექნება ჩვენთან და იმ დიდ ქსელთან, რომელიც შედგება 26 ქვეყნისგან, რომლებშიც ჩვენ გვყავს საკონტაქტო პირი. ამ ხელშეკრულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვიღებთ, როგორც პარტნიორი. თქვენ გსურთ საზღვრისპირა დანაშაულებებთან დაკავშირებით იმუშაოთ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ.

ევროჯასთთან” ერთად თქვენ მიიღებთ უფრო მეტად ეფექტიან და ქმედით რეაგირებას ორგანიზებული საერთაშორისო დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან „ევროჯასთი” აძლიერებს თავის პოზიციებს, როგორც გლობალური პარტნიორი ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა „ევროჯასთის” პრეზიდენტმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გენერალურმა პროკურორმა და „ევროჯასთის” პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი ჰააგაში დღეს მოაწერეს.