„ლაციო“ მარიო გიოტცეს უმიზნებს
„ლაციო“ მარიო გიოტცეს უმიზნებს

იტალიური „ლაციო“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ მარიო გიოტცეთი არის დაინტერესებული, იტყობინება იტალიური „გაძეტა დელო სპორტი“.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორი მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და რომაელები მზად არიან, მას წელიწადში 4 მილიონი ევრო შესთავაზონ.

მარიო გიოტცე დორტმუნდის „ბორუსიას“ აღზრდილია და ამ გუნდში 2008-2013 წლებში თამაშობდა. ამის შემდეგ ის მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა, თუმცა 2016 წელს ისევ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.