„ლაციოს“ უმცროსი ბელინგემის გაფორმება სურს #1TVSPORT

13:32, 17.02.2024

რომის „ლაციო“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საინტერესო გარიგებას ამზადებს. ინტერნეტგამოცემა TMW-ის ინფორმაციით, დედაქალაქურ კლუბს „სანდერლენდიდან“ 18 წლის ჯობ ბელინგემის გადაბირება სურს.

თუმცა „ლაციო“ ერთადერთი გუნდი არ არის, ვინც ნიჭიერ ინგლისელს უმიზნებს. ფეხბურთელს ასევე აკვირდებიან მადრიდის „რეალი“ და „ნიუკასლი“.

ჯობი „რეალის“ ლიდერის, ჯუდ ბელინგემის უმცროსი ძმაა.

ჯობ ბელინგემმა ჩემპიონშიფის მიმდინარე გათამაშებაში 30 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი