თომას ტუხელს „ლაციოსთან“ მატჩამდე არ გაათავისუფლებენ #1TVSPORT
თომას ტუხელს „ლაციოსთან“ მატჩამდე არ გაათავისუფლებენ #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ „ლაციოსთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩამდე თომას ტუხელს არ გაათავისუფლებს.

50 წლის სპეციალისტი უხელმძღვანელებს „ბაიერნს“ იტალიური გუნდის წინააღმდეგ. თუ მიუნხენელები შეძლებენ მეოთხედფინალში გასვლას, ტუხელი, დიდი ალბათობით, დარჩება გუნდის სათავეში სეზონის ბოლომდე, – იტყობინება Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

მაგრამ თუ „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულებს, თითქმის 100 პროცენტით შეიძლება იმის თქმა, რომ ტუხელი ვადაზე ადრე დატოვებს თანამდებობას. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „ბაიერნს“ არ ჰყავს შეგულებული მწვრთნელი, რომელიც გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

გერმანიის ჩემპიონს არ სურს, სეზონის მსვლელობისას დანიშნოს ისეთი სპეციალისტი, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს გუნდის გაწვრთნას. მიუნხენელები აპირებენ, ზაფხულში „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო მიიწვიონ.

„ბაიერნმა“ „ლაციოსთან“ მერვედფინალის პირველი მატჩი იტალიაში 0:1 წააგო. განმეორებითი მატჩი 5 მარტს გაიმართება.