კვარაცხელიას არ უთამაშია - „ნაპოლიმ“ „ლაციოსთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
კვარაცხელიას არ უთამაშია - „ნაპოლიმ“ „ლაციოსთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა „ნაპოლის“, რომელიც იტალიის ჩემპიონატში „ლაციოს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 0:0.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა წინა ტურში „სალერნიტანასთან“ ყვითელი ბარათი მიიღო და ბარათების სიმრავლის გამო დისკვალიფიცირებული იყო. სერია A-ს 22-ე ტურის შეხვედრას „ლაციომ“ უმასპინძლა. საკამოდ უფერული თამაში უგოლოდ დასრულდა.

21 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 32 ქულა დააგროვა და იტალის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, ევროზონაში მყოფ „ლაციოს“ კი ორი ქულით ჩამორჩება – მოგების შემთხვევაში ნეაპოლელები რომაელებს გადაასწრებდნენ.

კვარაცხელია „ვერონასთან“ შეხვედრაში დაბრუნდება, რომელსაც 4 თებერვალს ნეაპოლის „სტადიო მარადონა“ უმასპინძლებს.