ლაჩინის დერეფანში საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობასთან დაკაშირებით სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა
სომხეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანის მხრიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობას, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამშვები პუნქტი ლაჩინის დერეფანში 23 აპრილს მოეწყო.
„აზერბაიჯანის ეს ქმედებები არის საერთაშორისო სასამართლოს წინა გადაწყვეტილების აშკარა დარღვევა, რომელიც ავალდებულებდა აზერბაიჯანს, უზრუნველეყო ლაჩინის დერეფანში შეუფერხებელი მოძრაობა“, – განაცხადა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის წარმომადგენელმა, ჰამსიკ სამველიანმა.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ამ ზომების მიღება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც სომხურმა მხარემ დერეფანი იარაღის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენა.