ლაბორატორიული კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია
ლაბორატორიული კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია

ფოთში, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია და ზღვა უსაფრთხოა, – ამის შესახებ ლაბორატორიული კვლევის ცენტრში განაცხადეს.

დირექტორის, გია რუხაძის თქმით, ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აიღეს და მომავალშიც, სეზონის დასრულებამდე შემოწმება თვეში ორჯერ ჩატარდება.

„ოთხი პლიაჟიდან ვიღებთ ნიმუშს, ეს არის მალთაყვის ძველი და ახალი, ე.წ. გრეიფრუტის და კუნძულის უბნის პლიაჟები. როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ქიმიურ მაჩვენებლებზე ანალიზი ზღვის წყალს, თვეში ორჯერ, ორი კვირის ინტერვალით ჩაუტარდება.  მორიგ შემოწმებას, ერთ კვირაში განვახორციელებთ “,- განაცხადა ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა გია რუხაძემ.