ლაბორატორიაში ზუგდიდის 112-ის 17 თანამშრომელი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე ზუგდიდის 112-ის 17 თანამშრომელი გამოიკვლიეს. ყველა გამოკვლეულ პაციენტზე პასუხი უარყოფითია.
გარდა ამისა, „პისიარ“ ტესტებით „კოვიდ-19“-ზე კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება. ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, იკვლევენ 112-ის თანამშრომლების მეორე ნაწილს და ასევე, საკარანტინო ზონიდან და „ცხელების ცენტრებიდან“ შემოსულ ბიოლოგიურ მასალებს.
ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეისთვის სულ 40 პაციენტის ბიოლოგიური მასალა შევიდა, აქედან 17-ის პასუხი უკვე ცნობილია. რაც შეეხება დანარჩენებს – მათ შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფო დღის ბოლოს გაავრცელებს.