კვლევის თანახმად, პოლონეთში გამოკითხულთა 70 პროცენტი უკრაინაში არსებულ ვითარებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამს
პოლონეთში გამოკითხულთა 70% უკრაინაში არსებულ ვითარებას ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამს. გამოკითხულთა 30%-ისთვის კი ეს უმნიშვნელოა.
საზოგადოებრივ განწყობებთან დაკავშირებით კვლევა პოლონეთის გენერალურმა სტატისტიკურმა სამსახურმა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, პოლონელების 30,1%-ისთვის უკრაინაში შექმნილი ვითარება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო 39,9% მას საშუალო დონის საფრთხედ აღიქვამს.
გამოკითხულთა 23,8% აცხადებს, რომ ეს საფრთხე უმნიშვნელოა, ხოლო გამოკითხულთა 6,2% ასეთ საფრთხეს საერთოდ ვერ ხედავს. პოლონელების 73,4%-ის აზრით, უკრაინაში არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასაც.