კვლევის თანახმად, აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები მათივე ოჯახებსა და თემში დისკრიმინაციას ხშირად აწყდებიან
კვლევის თანახმად, აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ქალები მათივე ოჯახებსა და თემში დისკრიმინაციას ხშირად აწყდებიან

ქართველ მუსლიმთა კავშირის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საზოგადოებრივი აზრისა და თვითდისკრიმინაციის გამო, მუსლიმი ქალები სრულყოფილად ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას.

კვლევა ორგანიზაციამ We Research-მა აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში – ბათუმში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ჩაატარა. მისი მიზანი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მუსლიმი ქალების საგანმანათლებლო, დასაქმების, პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივიზმისა და სოციალური საჭიროებების გამოვლენა იყო.

აჭარაში მცხოვრებ მუსლიმ ქალთა საჭიროებების კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ რომ მუსლიმი ქალები ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში, მათივე ოჯახებსა და თემში.

კვლევის პროცესში დოკუმენტური ვიდეოც მომზადდა.