კვლევის მიხედვით, ფოთში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია
ფოთის სანაპიროზე წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია.
სინჯები წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით აიღეს.
„აღმოჩნდა, რომ ხავსს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია არც ქიმიურ და არც მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე. ამდენად, ზღვა უსაფრთხოა. ხავსი რამდენად ესთეტიკურია მობანავეთათვის, ეს სხვა თემაა, მაგრამ თვითონ ზღვის წყლის ხარისხი არ გაუარესებულა“, – განაცხადა ფოთის ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა, გია რუხაძემ.