კვლევის მიხედვით, აშშ-ის მერყევ შტატებში დონალდ ტრამპს კამალა ჰარისზე მცირე უპირატესობა აქვს
კვლევის მიხედვით, აშშ-ის მერყევ შტატებში დონალდ ტრამპს კამალა ჰარისზე მცირე უპირატესობა აქვს

აშშ-ის მერყევ შტატებში, ამომრჩევლებს შორის, ვინც არჩევანის გაკეთებას 5 ნოემბრამდე აპირებს, დონალდ ტრამპს კამალა ჰარისზე მცირე უპირატესობა აქვს.

ჰარვარდის ამერიკული პოლიტიკური კვლევის ცენტრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საკვანძო შტატებში ამომრჩეველთა 48 პროცენტი ხმას მისცემს ტრამპს, 47 პროცენტი კი აცხადებს, რომ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.

გამოკითხულთა კიდევ 5 პროცენტმა თქვა, რომ სხვა არჩევანი აქვს.

ამასთან, კამალა ჰარისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ადრეულ ამომრჩეველთა შორის 51 პროცენტით ძლიერი 8-პუნქტიანი უპირატესობა აქვს.

მერყევი შტატები გადამწყვეტი იქნება იმის გასარკვევად, თუ ვინ შევა ოვალურ კაბინეტში ამ შემოდგომაზე.

საერთო ჯამში, ამომრჩეველთა 45-მა პროცენტმა თქვა, რომ საკუთარ კანდიდატს ხმას ვადაზე ადრე მისცემს, 50 პროცენტი კი არჩევნების დღეს, 5 ნოემბერს აპირებს ხმის დაფიქსირებას.