კვლევის მიხედვით, ახალაშენებულ ბინებზე ფასი საშუალოდ 7 %-ით, ხოლო ძველ პროექტებზე 1%-ით შემცირდა
ახალაშენებულ ბინებზე ფასი საშუალოდ 7 %-ით, ხოლო ძველ პროექტებზე 1%-ით შემცირდა, – ამის შესახებ უძრავი ქონების ბაზრის 2017 წლის კვლევის შედეგებშია ნათქვამი, რომელიც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დაკვეთით ჩატარდა.
ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში, კომერციულად აქტიურ ქუჩებზე – პეკინისა და აღმაშენებლის გამზირზე, შესაბამისად, 5% და 10%-ით ფასების შემცირება შეინიშნება, ხოლო რუსთაველზე 10%-იანი ზრდა ფიქსირდება.
გარდა ამისა, 2017 წელს 15%-ით გაიზარდა თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართის მიწოდება.
თბილისის სასტუმროებში დატვირთულობის კოეფიციენტის მხრივ მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება.
კვლევამ აჩვენა, რომ 2017 წლის ბოლო მდგომარეობით, თბილისში 525 მიმდინარე დეველოპერული პროექტია, რომელიც ჯამში 33 ათას ბინას მოიცავს. თბილისში ასევე დაფიქსირდა რეკორდული რაოდენობის ტრანზაქცია და 28 ათასი ერთეული შეადგინა.
კვლევა სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და მოიცავს სასტუმრო, საცალო, საოფისე, საცხოვრებელი, ინდუსტრიული და გასართობი უძრავი ქონების სექტორების მიმოხილვას.