„კვირკველია, როგორც გაუვალი კედელი“ - როგორ აფასებენ „ლოკომიტივის“ ქართველ მცველს
„კვირკველია, როგორც გაუვალი კედელი“ - როგორ აფასებენ „ლოკომიტივის“ ქართველ მცველს

“გაუვალი “კედელი” კვირკველია – ჩემპიონი “ლოკომოტივის” ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა” – გამოცემა “sports.ru”-ს ჟურნალისტმა ამ სათაურით გამოაქვეყნა ბლოგი, რომელიც რუსეთის ახალ ჩემპიონის, მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველ მცველს მიუძღვნა.

„როდესაც გმირებზე ლაპარაკობენ, ხშირად შემტევ მოთამაშეს (ან მოთამაშეებს) ასახელებენ, რადგან მათ გააქვთ და გამარჯვება მოაქვთ. ამ ყველაფრის უკან კი დაცვისა და მეკარის საიმედო თამაში იმალება, რომლებზეც, სამწუხაროდ, ცოტას საუბრობენ, რასაც ისინი არ იმსახურებენ.

“ლოკომოტივის” ჩემპიონობაში კი საქმე განსხვავებულად არის. თუ კონკრეტულ პიროვნებებზე ვილაპარაკებთ, მაშინ გიპასუხებთ – ასეთი გუნდში საბა კვირკველიაა, რომელმაც ბოლო წელიწადნახევარში უდიდესი პროგრესი განიცადა. თანაც ისეთი, რომ ამ ზამთარს მისით პრემიერლიგის კლუბები დაინტერესდნენ. ავტორიტეტული პორტალის, whoscored-ის მონაცემები მეტყველებს, რომ საბა არა მხოლოდ “ლოკომოტივის” დაცვაშია მნიშვნელოვანი ფიგურა, არამედ ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ცენტრალური მცველი” – წერს “sports.ru”-ს ჟურნალისტი.