გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 13 დეკემბრიდან ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ბარში +6, +11 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი.