კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ილია მეორე სამების ტაძარში სადღესასწაულო ლოცვას აღავლენს
კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება სამების ტაძარში დღეს 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო სადღესასწაულო წირვა – 15 აპრილს, 10:00 საათზე.