კვიპროსული გამოცემა - კაჭარავა კარიერას სამხრეთ კორეის მეორე ლიგაში გააგრძელებს #1TVSPORT
ნიკა კაჭარავა კარიერას სამხრეთ კორეის მეორე ლიგის „ჯეონამ დრაგონსში“ გააგრძელებს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა Goal.philenews.com ავრეცლებს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „ანორთოსისთან“ თანამშრომლობა აპოელი-ომონიას მატჩზე დასწრებისა და გიორგი ქვილითაიას გოლის აღნიშვნის შემდეგ დაასრულა, რადგან ფამაგუსტას გუნდის ფანებზე მის რეაქციაზე პროტესტი გაუჩნდათ და საბოლოოდ, გუნდიდან მათი მოთხოვნით გაუშვეს.
„ნიკა კაჭარავა საფეხბურთო კარიერაში ახალ ეტაპს იწყებს. ქართველი თავდამსხმელი უკვე რამდენიმე დღეა გუნდს ეძებს. ის ცდილობდა პოლონეთში დაბრუნებას, მაგრამ საბოლოოდ კარიერას სამხრეთ კორეაში „ჯეონამ დრაგონსში“ გააგრძელებს. ეს არის გუნდი, რომელიც ქვეყნის მეორე საფეხბურთო დივიზიონში გამოდის“, – წერს კვიპროსული გამოცემა.
გუნდი თამაშობს კვანგიანის სტადიონზე, რომელიც სამხრეთ კორეაში აშენებული ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო სტადიონია. დრაკონებმა ოთხჯერ მოიგეს ქვეყნის თასი, 1999 წელს აზიის თასების მფლობელთა თასს დაეუფლნენ, ხოლო 1997 წელს ვიცე-ჩემპიონობა იზეიმეს.
Goal.com.cy-ის ცნობით, კაჭარავა ამჟამად საქართველოში იმყოფება და ტრანსფერის დასასრულებლად სამხრეთ კორეაში სამუშაო ვიზის მიღებას ელოდება.