კვიპროსში ჩარჩენილ ტურისტებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ხვდება
კვიპროსში ჩარჩენილ ტურისტებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ხვდება

კვიპროსში ჩარჩენილ ტურისტებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ხვდება.

დიპლომატი მგზავრების დახმარებას ცდილობს. პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აეროპორტთან.

მგზავრებს იმის დამტკიცება სურთ, რომ რეისზე სწორედ აეროპორტის მხრიდან შეფერხების გამო დააგვიანდათ. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, ამისთვის მათ ახალი ბილეთის ყიდვა მოუწევთ. ლარნაკა-ქუთაისის შემდეგი რეისი კი 6 იანვარს სრულდება.

შეგახსენებთ, რომ ლარნაკაში საქართველოს 9 მოქალაქე ჩარჩა. „ვიზეარში“ აცხადებენ, რომ რეისზე ჩასხდომის გასასვლელთან ისინი დროულად არ გამოცხადდნენ.