კვიპროსის დედაქალაქში განათლების რეფორმის წინააღმდეგ 10 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები მასწავლებლებისა და განათლების ბიუჯეტის 30 მილიონი ევროთი შემცირების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელსაც ხელისუფლება „განათლების რაციონალიზაციის“ რეფორმის ფარგლებში გეგმავს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ რეფორმა ანგარიშებსა და მსოფლიო ბანკის წინადადებებზეა დაფუძნებული და განათლების შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით არის მომზადებული. პედაგოგთა მხარდასაჭერად აქციას სხვა პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.