უკრაინის ელჩი კვიპროსში - კვიპროსის ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი დაუჭირა
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ქრიზოსტომოს II-მ მხარი დაუჭირა უკრაინის ავტოკეფალიას. ამის შესახებ კვიპროსში უკრაინის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ გამოთქვა უკრაინის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა უკრაინის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ეკლესია“, – ნათქვამია განცხადებაში.
კვიპროსში უკრაინის ელჩ ბორის გუმენიუკის და არქიეპისკოპოსის შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთის აგრესიასაც.
შეგახსნებთ, მსოფლიო პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას უახლოეს ხანში მიიღებს.