კვიპროსის ეკლესია უკრაინის ელჩთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
კვიპროსის ეკლესია უკრაინის ელჩთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ქრიზოსტომოს მეორემ კვიპროსში უკრაინის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „კვიპროსის ეკლესია უკრაინის ეკლესიის საკითხის მოგვარებაში ხიდის ფუნქციას შეასრულებს“.
„კვიპროსის ეკლესიის არქიეპისკოპოსმა კვიპროსში უკრაინის ელჩთან, ბორის ხომენიუკთან შეხვედრაზე გამოთქვა შეშფოთება უკრაინის ეკლესიის გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო და განაცხადა, რომ კვიპროსის ეკლესია იქნება შუამავალი – ე.წ. ხიდი, რომელიც სიტუაციის ნორმალიზაციას შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია კვიპროსის ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე კვიპროსში უკრაინის საელჩომ გაავრცელა ცნობა, რომ კვიპროსი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მხარს უჭერს.