კვიპროსის ბერძნული და თურქული ნაწილის ლიდერები ერთმანეთს არაფორმალურად შეხვდებიან
კვიპროსის ბერძნული და თურქული ნაწილის ლიდერები ერთმანეთს არაფორმალურად შეხვდებიან

16 აპრილს კვიპროსის ბერძნული და თურქული ნაწილის ლიდერები ერთმანეთს არაფორმალურად შეხვდებიან. ინფორმაციას კვიპროსში განთავსებული გაეროს მისია ავრცელებს.

ნიკოს ანასტასიადისსა და მუსტაფა აკინჯის შორის, გასული წლის ივლისში შვეიცარიაში გამართული ბოლო შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა. მაშინ მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს.

ამჯერად ლიდერები ერთმანეთს პოზიციებს 16 აპრილს ბუფერულ ზონაში დაგეგმილ შეხვედრაზე გაუზიარებენ.

კვიპროსი ორ, ბერძნულ და თურქულ ნაწილად 1974 წელს დაიყო, მას შემდეგ, რაც კუნძულზე თურქეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ.