კვიპროსი 50 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან ჩასული ტურისტებისთვის საზღვარს გახსნის
კვიპროსი 50 ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან ჩასული ტურისტებისთვის საზღვარს გახსნის. როგორც ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, სხვადასხვა ქვეყნისთვის განსხვავებული პირობები ამოქმედდება. საზღვრები 23 ივლისიდან გაიხსნება.
ქვეყნები სამ კეტეგორიად არის დაყოფილი. პირველ ჯგუფში მოხვედრილი ქვეყნების მოქალაქეებს კვიპროსის რესპუბლიკაში ჩასვლა შეზღუდვებისა და დამატებითი დოკუმენტების წარდგენის გარეშე შეეძლებათ. თუმცა, კვიპროსის ხელისუფლება იტოვებს უფლებას, ტურისტების ნაწილს „კოვიდ-19“-ის ტესტი ჩაუტაროს.
მეორე კატეგორიაში მყოფი ქვეყნების მოქალაქეებს, რომელშიც შედის საქართველოც, კორონავირუსის ტესტის წარდგენა მოუწევთ, რომელიც კუნძულზე ჩასვლამდე სულ მცირე 72 საათით ადრე მაინც არის ჩატარებული.
მესამე კატეგორიაში თავმოყრილი სახელმწიფოებიდან ჩასულ ტურისტებს კი კორონავირუსის ტესტის შედეგის წარდგენა და 14 დღით თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწვეთ.
კვიპროსზე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამაკმაყოფილებელია. 20 ივლისს კუნძულზე „კოვიდ-19“-ით ინფიცირების არც ერთ შემთხვევა არ გამოვლენილა.