კვასხვაძემ და სამეულმა „ტორპედოსთან“ კონტრაქტები გაახანგრძლივეს
კვასხვაძემ და სამეულმა „ტორპედოსთან“ კონტრაქტები გაახანგრძლივეს

სეზონის დასრულების შემდეგ, ქუთაისის „ტორპედომ“ კონტრაქტი კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან გაახანგრძლივა. მათ შორის არიან მცველი გიორგი გურული, შემტევი ბექა ტუღუში და საყრდენი ნახევარმცველი მერაბ გიგაური. ამ სამეულმა „ტორპედოსთან“ კონტრაქტის ვადა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა – ისინი კლუბის ღირსებას მომავალ სეზონშიც დაიცავენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ „ტორპედოს“ მომავალ სეზონშიც როინ კვასხვაძე უკაპიტნებს – საქართველოს ნაკრების 28 წლის კიპერი, რომელმაც დასრულებული სეზონის ბოლო ტურში თბილისის „დინამოსთან“ მოგერიებული პენალტით ქუთაისელებს ჩემპიონობა მოუტანა, კლუბთან კონტრაქტს ასევე ერთი წლით აგრძელებს.

„ტორპედომ“ აქამდე კონტრაქტები გაუხანგრძლივა თორნიკე კაპანაძეს, გიორგი ქიმაძეს და ლევან კუტალიას.