თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზა 16 აგვისტოს მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, კუს ტბის საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება.
„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით, 16 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.