კურტ ვოლკერი - სხვა ქვეყანაში შეჭრა და მისი ანექსია დაუშვებელია, აშშ არ აპირებს ამას შეეგუოს
რუსეთი დაუბრუნებს ყირიმს უკრაინას ისევე, როგორც დაუბრუნა დამოუკიდებლობა ბალტიის სამ სახელმწიფოს იმის მიუხედავად, რომ ისინი ხaნგრძლივი დროის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.
ვოლკერის თქმით, აშშ-ისა და რუსეთის რიტორიკა ყირიმთან დაკავშირებით უცვლელია, თუმცა „ვნახოთ, რა მოხდება პერსპექტივაში“.
„ბალტიის ქვეყნები საბჭოთა კავშირის მიერ ათობით წლის განმავლობაში იყვნენ ოკუპირებულები და საბოლოოდ, ყველაფერი შეიცვალა“, -აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, რუსეთზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება, ვიდრე ის უკრაინას ყირიმი არ დაუბრუნდება.
„სხვა ქვეყანაში შეჭრა და მისი ტერიტორიის მიტაცება, ანექსია, საკუთარ საკუთრებად გამოცხადება – ეს უბრალოდ დაუშვებელია და ჩვენ არ ვაპირებთ, ამას შევეგუოთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.