კურტ ვოლკერი - საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურება და მუდმივი რყევები
საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურება და მუდმივი რყევები, – ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, მაკკეინის ,,საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორმა, კურტ ვოლკერმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მაგალითად, თურქული ლირის გაუფასურებას შეუძლებელია გავლენა არ ჰქონდეს ქართულ ლარზე.
,,ნატო-ში წარმატებული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. თქვენი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურება და მუდმივი რყევები. მაგალითად, თურქული ლირის გაუფასურებას შეუძლებელია გავლენა არ ჰქონდეს ქართულ ლარზე“,- განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ინფორმაციას ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ავრცელებს.