კურტ ვოლკერი - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, – ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, მაკკეინის ,,საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორმა, კურტ ვოლკერმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არის მდგომარეობა, როდესაც დასავლეთ ევროპამ დაკარგა მოთმინება რუსეთთან მიმართებაში.
,,ვფიქრობ, ევროპაში არის მდგომარეობა, როდესაც დასავლეთ ევროპამ დაკარგა მოთმინება რუსეთთან მიმართებაში. მათ სცადეს მოლაპარაკებები ოფიციალურ მოსკოვთან, თუმცა მიზანს ვერასდროს მიაღწიეს. კრემლი ყოველთვის ისე იქცევა, რომ თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის.
თემაზე საუბრისას მინდა, ასევე შევაფასო სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პრეზიდენტ მაკრონთან, რომელიც შედეგიანი აღმოჩნდა. შეხვედრის შემდეგ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება”, – განცხადა კურტ ვოლკერმა.
ინფორმაციას ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ავრცელებს.