კურტ ვოლკერი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები
კურტ ვოლკერი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ქართულ საზოგადოებაში არსებული უთანხმოებები უნდა შემცირდეს.

„ჩვენ გვსურს, შეკითხვები დავსვათ საქართველოს დემოკრატიაში არსებულ რამდენიმე საკითხზე. ძალიან აქტიური ზაფხული იყო: გავრილოვი პარლამენტში, პროტესტები, სასამართლო საქმეები, მედიაგარემო. რაც ახლა ხდება, იმ დროს, როდესაც საქართველოს 2020-ში არჩევნები ექნება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ნაკლებად იყოს დაყოფილი. ახლა ვხედავთ, რომ ეს დაყოფა არის საზოგადოებაში. ძირითად საკითხებზე მთავარ მოთამაშეებს შორის კონსენსუსის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ამოსავალი წერტილი ქვეყნის დაცვა უნდა უყოს. ძლიერი ინსტიტუტები, სამართლიანი საარჩევნო პროცესი, სადაც ადამიანებს შეჯიბრი შეეძლებათ, ეს საერთო პოზიციას საჭიროებს, ქართველებს გაერთიანება სჭირდებათ“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.