კურტ უოლკერი - ახლა საჭიროა, მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაონ ეროვნული მიზნის მისაღწევად, ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა
კურტ უოლკერი - ახლა საჭიროა, მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაონ ეროვნული მიზნის მისაღწევად, ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა

ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ უოლკერმა განაცხადა.

როგორც უოლკერმა განაცხადა, ახლა საჭიროა, მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაონ.

„ნომერ პირველი საკითხი, რაზეც ევროკავშირი ფოკუსირებულია თავის განცხადებებში საქართველოს შესახებ, არის პოლარიზაცია და ახლა საჭიროა, ორივემ – მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაონ. ეს არ ეხება მხოლოდ მთავრობას ან მხოლოდ ოპოზიციას. ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად. ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, რადგან როგორც ვხედავთ, უკრაინაში, ასევე შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, რომლებიც ნატო-ში წევრიანდებიან, არ არსებობს კეთილდღეობა ევროპაში, არ არის დემოკრატიის გარანტია, არ არის უსაფრთხოება, თუ არ ხარ ევროკავშირში ან ნატო-ში. ეს არის ის, რაც ადამიანების კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის უფრო მაღალი მიზანი მთელი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ მთავრობისთვის, არა მხოლოდ ოპოზიციისთვის. ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის. ყველამ უნდა იმუშაოს ერთი მიზნისთვის“, – განაცხადა უოლკერმა.