კურსკში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრა გამართა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან თათბირი საკუთარ რეზიდენციაში გამართა.
როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა ოპერატიულ თათბირზე ტერორიზმთან ბრძოლის ასპექტები განიხილა.
ოპერატიულ თათბირში მონაწილეობდენ: რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი სერეგი შოიგუ, ასევე მისი მოადგილე დიმიტრი მედვედევი, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის საგარეო დაზვერვის მეთაური სერგეი ნარიშკინი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ოპერატიული თათბირი კურსკში მიმდინარე მოვლენების ფონზე ჩატარდა, სადაც, უკვე მეოთხე დღეა, საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. რუსული მედიის ცნობით, კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალები არიან შეჭრილები.